‘’გადავარჩინოთ შავი ზღვა’’- აქციის ფარგლებში ეკო და სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაწილი დაასუფთავეს.შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა თემატური შეხვედრები გამართეს, მოაწყვეს დისკუსიები შავი ზღვის აუზში არსებული პრობლემების შესახებ.აქციის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ეკოლოგიური პრობლემები მოგვარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაა. ღონისძიება უესეიდის- ის ‘’სამოქალაქო განათლების პროგრამის’’ ფარგლებში გაიმართა.