31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა. შავი ზღვის პრობლემებსა და მისი დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე.ემბლასის პროგრამის ფარგლებში, 4 სკოლის მოსწავლეებმა შავი ზღვის თემაზე შექმნილი 20-ზე მეტი ნახატი წარმოადგინეს. დღესვე გაიმართება კონფერენცია, ზღვის სანაპიროს ნაწილის დასუფთავების აქცია, მოგვიანებით კი პროექტის მონაწილეები გემით ზღვაში გავლენ.