ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

27 ოქტომბერი 2022, 19:47 817 ნახვა

ამ დრომდე მიმდინარეობს ბათუმში დატბორილ ტერიტორიებზე სალიკვიდაციო სამუშაოები. უხვი ნალექის გამო ბათუმში დაიტბორა ქუჩები და სახლები. ბათუმის მერიაში 50 მოქალაქის ზარი შევიდა. ქალაქის მერი აცხადებს, რომ პრობლემას შესაბამისი კომისია შეისწავლის. არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, მობილური ჯგუფები სანიაღვრე ჭებსა და არხებს მთელი დღის განმავლობაში წმენდნენ. უფრო კონკრეტულად, დაიტბორა ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, თავდადებულის, აღმაშენებლის, სულაბერიძის, ინასარიძის, პუშკინის, ხიმშიაშვილის და სხვა ქუჩები. შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა. თავადებულის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს წყალმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი დაუზიანა. დაზარალებულები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში