სამორინედან გათავისუფლებული თანამშრომლების პროტესტი

17 ოქტომბერი 2022, 14:26 2242 ნახვა

სამორინე ‘’ეისტარიდან’’ გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი მენეჯმენტის გადაწყვეტილებას  აპროტესტებს და კომპენსაციას ითხოვს.  მათი ნაწილი დღეს სამორინესთან შეიკრიბა.

ამბობენ, რომ თანამშრომლები  დასაქმებიდან 4 თვეში წინასწარი გაფრთხილების, ოფიციალური განმარტებების გარეშე,  უკანონოდ გამოუშვეს.

კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით,  მათ კანონი არ დაურღვევიათ, რადგან  გათავისუფლებულ 80 თანამშრომელთან კონტრაქტი გამოსაცდელი ვადით იყო გაფორმებული. მისი შეწყვეტა კი კომპენსაციის გადახდის გარეშე,  ვადის ამოწურვამდე შეეძლოთ.

სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები აპირებენ  დავა  სასამართლოში  გააგრძელონ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი