საკალათბურთო კლუბმა "ბათუმმა" დუდუ დადიანის სახელობის მემორიალი გამარჯვებით დაიწყო. ბათუმელებმა "კაკტუსი" 80:67 დაამარცხეს.
"ბათუმის" შემადგენლობიდან კაილი რიდლიმ 20 ქულა, 3 გადაცემა და 3 მოხსნა მიითვალა.
საბა ლობჟანიძის ანგარიშზე კი 8 ქულა, 8 მოხსნა და 3 გადაცემა იყო.
14 ოქტომბერს "ბათუმი" "თსუ"-ს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13:00 საათზე დაიწყება.