ჯანდაცვის ჯგუფის სამუშაო შეხვედრები

13 ოქტომბერი 2022, 11:31 524 ნახვა

თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ჯანდაცვის ჯგუფის სამუშაო შეხვედრები დაიწყო. შეხვედრაზე, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, „კარეკის“ ჯანდაცვის სტრატეგია და რეგიონული საინვესტიციო ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ამ სამუშაო შეხვედრების დროს განიხილება, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები იქნება მასში მონაწილე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრისა და ტექნიკური დახმარების მისაღებად.

მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვისა და შრომითი უნარების გაძლიერების საკითხები განიხილეს. იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი