იტალიის "სერია A-ს" მე-9 ტურის შეხვედრაში ქართველების დერბი შედგება. შესაძლოა მსგავსი ფაქტი პირველად დაფიქსირდეს, როდესაც ქართველი ფეხბურთელები იტალიის ჩემპიონატის გათამაშებაში ერთამენთის წინააღმდეგ იქნებიან.
ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უმასპინძლებს.
8 ჩატარებული მატჩის შემდეგ ნეაპოლელებს 20 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან, კრემონელები კი 3 ქულით ბოლოსწინა მე-19 პოზიციას იკავებენ.
იტალიური მედიის ინფორმაციით ლოჩოშვილი ძირითადად შემადგენლობაში იქნება, ხოლო კვარაცხელიას სპალეტი დაასვენებს და შესაძოლა ცვლილებებაზე შემოიყვანოს.
"კრემონეზეს" და "ნაპოლის" შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.