დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმი გასვლაზე 'დინამო'' თბილისის დაუპირისპირდება.
გასული 28 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ბათუმელებს 61 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან. 60 ქულით კი მეორე პოზიციას ''დინამო'' თბილისი იკავებს.
ეს მატჩი დღეს 7 ოქტომბერს თბილისში ''დინამო არენაზე'' 21:00 საათზე დაიწყება.