საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 3 წევრი:
ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ლერი აბულაძე (63 კგ.) და ჯონი ხეცურიანი (67 კგ.) მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში იჭიდავებენ.
მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ 2022 წლის შემაჯამებელი შეჯიბრებისთვის მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა და მასში ქართველი მოჭიდავეებიც შეიყვანა.
მსოფლიო თასი 5-6 ნოემბერს ზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება.