საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა

25 სექტემბერი 2022, 23:08 610 ნახვა

პოლონეთის ქალაქ კიელცეში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში საქართველოს ნაკრებმა 2 მედლის მოპოვება შეძლო.

65-75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მიხეილ წიკლაურმა მოიპოვა. ამავე კატეგორიაში  ბრინჯაოს მედალით ასპარეზობა ბათუმელმა დავით მსხალაძემ დაასრულა.

მსხალაძემ ჩილელი და ორი იაპონელი მეტოქე დაამარცხა,  ნახევარფინალში კი თანაგუნდელ მიხეილ წიკლაურთან წააგო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ორი ბათუმელი დათა ფუტკარაძე და მინდია მგელაძე ასპარეზობდა. ფუტაკარაძემ პირველ წრეში ავსტრალიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, თუმცა მეორე ბრძოლაში იაპონელთან დამარცხდა. მინდია მგელაძე კი მეორე წრიდან ჩაერთო და იაპონელ სპორტსმენთან წააგო.

ჯამში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 9 ლიცენზიის მქონე ქართველი სპორტსმენი გამოვიდა.
საერთო გუნდურ ჩათვლში საქართველოს ნაკრებმა 2 მედლით 29 ნაკრებს შორის  მეოთხე ადგილი დაიკავა. მესამეზე 2  ვერცხლით პოლონეთი გავიდა , მეორე ადგილი 3 ოქროთ და 1 ვერცხლით ლიეტუვას დარცა , ხოლო 5 ოქროს ,  4 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედლით გუნდური ჩემპიონი იაპონია გახდა.

კონტაქტურ კარატეში მსოფლიო ჩემპიონატები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ლიცენზიის მქონე მებრძოლებს ეძლევათ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში