"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

22 სექტემბერი 2022, 10:03 688 ნახვა

"საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს, ბრალს დღეს წარუდგენენ, ამის შემდეგ კი ქუთაისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

ნარსია ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატებმა გუშინ მოინახულეს.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გრიგოლ ნარსიას სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის ფიგურანტი აცხადებს, რომ დაზიანება აყვანის დროს მიაყენეს, თუმცა მისი მტკიცებით, მას პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

გრიგოლ ნარსია ბრალის წარდგენას ქუთაისის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში ელოდება. ის 2 დღის წინ, თითქმის 9 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი