ახალი საბავშვო ბაღი შუახევში

15 სექტემბერი 2022, 17:35 568 ნახვა

სკოლამდელი დაწესებულება გაიხსნა შუახევის სოფელ ჯაბნიძეებში. ერთსართულიანი კაპიტალური შენობა 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. ამჟამად სკოლამდელ დაწესებულებაში 11  ბავშვია რეგისტრირებული. მანამდე სოფელში ალტერნატიული, ანუ არასრული ბაღი ფუნქციონირებდა. ამჟამად მუნიციპალიტეტში 11 ბაგა-ბაღი და ცხრა ალტერნატიული ბაღია. სამუშაოები მიმდინარეობს დღვანისა და მახალაკიძეების სოფლებში ბაღის ასაშენებლად. სკოლამდელ განათლებას ჯამში შუახევში 450-ზე მეტი  აღსაზრდელი იღებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში