საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ფრანგულმა "ბორდომ" წარადგინა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით ჟირონდელები ქართველი ფეხბურთელის დარეგისტრებას ვერ ახერხებენ, თუმცა ფრანგებმა პრობლემები მოაგვარეს და ზურიკო "დინამო" ბათუმიდან 1 წლიანი იჯარით "ბორდოში" ითამაშებს.
ფრანგულმა კლუბმა დავითაშვილს ვიდეოკლიპის მიუძღვნა, სადაც თბილისის და ბათუმის კადრებიც მოხვდა.
6 ტურის შემდეგ "ბორდო" საფრანგეთის ლიგა 2-ის გათამაშებაში 11 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.
ზურიკო დავითაშვილის ახალი კლუბი ხვალ გასვლაზე "პარიზსს" დაუპირისპირდება.