საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლია და ფლეიოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ხორვატიაში მიმდინარე კონტინეტის პირველობის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 16:11 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ 3 ტურის თავზე საქართველო 3 ქულას აგროვებს და ჯგუფში მესამე ადგილს ინაღდებს.
საქართველოს ნაკრების მეტოქე ფლეიოფში დღეს საღამოს გაირკვევა. ნიდერლანდებსა და რუმინეთს შორის გამარჯვებული სწორედ 4 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.