#NBAVOTEZAZA PACHULIA

13 იანვარი 2017, 00:00 1462 ნახვა

NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის ხმების საშუალედო შედეგებით, ზაზა ფაჩულია თავის კატეგორიაში კვლავ მე-2 ადგილზეა.  დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის ფაჩულიას 823 ათას 376 ხმა აქვს. წინ მხოლოდ მისი თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტიდან" კევინ დურანტია - 987 ათას 479 ხმით. მე-3 ადგილზეა კავაი ლეონარდია. "ყველა ვარსკვლავის" მატჩში 2 მცველი და 3 ფორვარდი შეირჩევა, თუმცა წინა წლებისგან განხვავებით, ფანების ხმები მხოლოდ 50% ქულებს აგროვებს, დანარჩენ 50%-ს კი ასოციაციის კალათბურთელებისა და ჟურნალისტების ხმები გადაწყვეტს. ხმის მიცემა 16 იანვრამდე არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ შარშან ზაზას სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოსახვედრად.

ამავე კატეგორიაში