საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები "აკროპოლისის თასსზე" იასპარეზებს. პირველ ტურში დღეს საქართველო თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" გადმოსცემს.
18 აგვისტოს ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები მასპინძელ საბერძნეთს, ხოლო 19 აგვისტოს პოლონეთის ნაკრებს შეხვდება.
“აკროპოლისის თასი” ამხანაგურ შეჯიბრებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურნირია, რომლის გათამაშებაც ათენში 32 წლის წინ დაიწყო და ყოველწლიურად, აგვისტოს თვეში ტარდება.