ოფიციალურად ლუკა ლოჩოშვილი იტალიური „კრემონეზეს“ ფეხბურთელია. სერია A-ს ვებგვერდმა ინფორმაცია უკვე დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს რომ 24 წლის ქართველი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ითამაშებს.
იტალიის სერია A-ს ახალ სეზონში ლოჩოშვილი მერე ქართველი ფეხბურთელი იქნება. შეგახსენებთ რომ ერთი თვის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ კონტრაქტი "ნაპოლისთან" გააფორმა. „კრემონეზე“ იტალიის მთავარ ლიგაში წელს 26 წლიანი პაუზის შემდეგ გადავიდა.
ლუკას ახალი კლუბი პირველ ტურში 14 აგვისტოს „ფიორენტინას“ გასვლაზე დაუპირისპირდებიან. ლოჩოშვილი ბოლოს ავსტრიულ „ვოლფსბერგერში" თამაშობდა, მანამდე კი "ჟილინას" და "დინამო" თბილისს წევრი იყო.