მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს. მომღერლის ცხედარი სიონის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც 2 და 3 აგვისტოს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოჰყვა.