უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტების სხდომა 

29 ივლისი 2022, 14:48 633 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დასაქმების სააგენტოს მიერ  დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ პროგრამებსა და საქმიანობას გაეცნენ დღეს საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. უკვე მეორე დღეა რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში  ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივი შეხვედრა იმართება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა ვაქცინაციის პროცესზე, მოზარდებში ტყვის შემცველობის მაჩვენებელზე, რომელიც აჭარის რეგიონში საგრძნობლად მაღალია, მის სკრინინგზე და ასევე  იმ ღონისძიებებზე, რომელიც  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

რაც შეეხება დასაქმების სააგენტოს,  უწყების ხელმძღვანელმა თემურ კახიძემ პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრებს მიმდინარე პროგრამები და სიახლეები გააცნო, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობისა  და ასევე სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების დასაქმების შესახებ  ისაუბრა  იმ პროგრამებზე, რომლებიც დასაქმების კუთხით  დაინტერესებული პირების გადამზადებას ითვალისწინებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი