ბათუმში, ქვიშის რაგბის საერთშორისო ფესტივალი გაიხსნა. ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს. თამაში 2 ჯგუფად მიმდინარეობს, ჯგუფური თამაშები დღეს სრულდება, ხოლო ტურნირში გამარჯვებული რამდენიმე გუნდი ხვალ გამოვლინდება. ფესტივალი, წელს პირველად იმართება, რომლის მიზანი ქვიშის რაგბის განვითარებაა.
ქვიშის რაგბის მოედანზე გამართული ტურნირი ბათუმის სპორტული ცენტრის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.