ტურნირი ქვიშის ფეხბურთში 

23 ივლისი 2022, 11:04 868 ნახვა

საქართველოს ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დასრულდა. 2022 წლის ჩემპიონი თელავის გუნდია. ფინალური შეხვედრა თელავსა და ქუთაისს შორის გაიმართა.

ქალთა შორის ჩემპიონის ტიტული ქუთაისის ,,მართვე“-მ მოიპოვა, მეორე ადგილი კი ხობის ,,კოლხეთს“ ერგო.

პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიაში 2023 წელს გაემგზავრებიან.

გამარჯვებული გუნდები თასებით დააჯილდოვეს, ასევე გამოვლინდა რამდენიმე ნომინაციაში საუკეთესო მოთამაშე, მათ ფულადი პრიზები ერგოთ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში