გუდიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 935 000 ლარი დაიხარჯება

29 ივნისი 2020, 10:11 1455 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გუდიაშვილის ქუჩაზე უკვე განხორციელდა სანიაღვრე მილებისა და განათების სისტემის მოწყობა, ბაზალტის ბორდიურებისა და სანიაღვრე ჭების მონტაჟი, ასევე დეკორატიული ფილების დაგება.

"გუდიაშვილის ქუჩაზე რეაბილიტაცია  ათწლეულია არ განხორციელებულა.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად ვახორციელებთ, ეს არის გზის საფარის რეაბილიტაცია თუ წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობა.

თავად გუდიაშვილის ქუჩაზე სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. უკვე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება, რის შემდეგაც დავიწყებთ საგზაო ნიშნების მოწყობასა და ახალი სტადიონის ირგვლივ გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობას" - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

აღნიშნული პროექტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 935 ათასი ლარი გამოიყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში