ენმ-ს მოთხოვნა და მთავრობის პასუხი

24 ივნისი 2020, 20:07 1003 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია დიასამიძემ დაკავებული მოჭიდავეების განცხადებების საფუძველზე მთავრობას სარეზერვო ფონდის ხარჯვის მასალებს  გასაჯაროვება სთხოვა. დეპუტატის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა დავით რიჟვაძე კორონავირუსის დროს დაწესებული შეზღუდვებისას პოლიციის შენობაში სპორტსმენებს შეხვდა, რომლებსაც არჩევნების და სხვა საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი მათ ოჯახებს 2 ათას ლარიანი დახმარება გადასცეს. მისი ვარაუდით, ხელისუფლების მხრიდან  ადგილი აქვს უკანონო ქმედებას. საპასუხოდ აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, სარეზერვო ფონდიდან 600-ზე მეტ მოქალაქეს დაეხმარნენ.

დაფინანსდა მედიკამენტები, ქირურგიული ოპერაციები, გაიცა კომპენსაციები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. მათივე ინფორმაციით, მარტში  მთავრობის აპარატში 2 მოქალაქის წერილი შევიდა, სადაც განმცხადებლების ოჯახების სიდუხჭირე და ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებული მძიმე მდგომარეობა იყო აღწერილი. განმცხადებელები მთავრობისგან ერთჯერად სოციალურ დახმარებას ითხოვდნენ. უწყების ინფორმაციითვე, სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ ანგარიში უმღლეს საბჭოს ყოველწლიურად ეგზავნება და მისი გაცნობის უფლება ყველა დაინტერესებულს შეუძლია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში