ევროპარლამენტის რეზოლუცია

26 აპრილი 2024, 18:03 420 ნახვა

რეზოლუციის ტექსტში, რომელიც გუშინ 425-ი პარლამენტარის მხარდაჭერით მიიღეს ასევე არის ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციის თემაზე – „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“. როგორ აფასებენ რეზოლუციის ტექსტს და რა მოლოდინი აქვთ პოლიტიკოსებს, არის თუ არა შესაძლებელი ვიზალიბერალიზაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს - ნინო ლორჩოშვილი მუშაობს თემაზე და მოსაზრებებს მთავარ გამოშვებაში მისი რეპორტაჟიდან გავიგებთ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში