საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიაში იმყოფება. ილია დარჩიაშვილს ნორვეგიელმა კოლეგამ უმასპინძლა. ორი ქვეყნის მინისტრმა მიმოიხილეს საქართველო-ნორვეგიის ურთიერთობათა მიმდინარე დღის წესრიგი და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე დაადასტურა ნორვეგიის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.
ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზაობა, განაგრძოს ევროპულ სტრუქტურებთან ინტენსიური მუშაობა შემდგომი პროგრესისთვის.