“საქსტატის” მონაცემებს ბრიფინგით გამოეხმაურა რომან გოცირიძე. დეპუტატი მონაცემებს დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკას უწოდებს და აცხადებს, რიცხვები ყოველგვარ უარყოფით მოლოდინს აჭარბებს. იგი ასევე საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ჩაანაცვლეს, რასაც ქართული ოცნების დეპუტატი რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებს.
რაც შეეხება მოსახლოების ემიგრაციას, ირაკლი ზარქუას განცხადებით მოსახლეობის გადინება წინა ხელისუფლების პერიოდში უფრო მაღალი იყო.