უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბარი არის მანიპულაცია და ხალხის შეცდომაში შეყვანა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას.
დოკუმენტში, რომელიც 425 ევროპარლამენტარის მხარადჭერით გუშინ მიიღეს, საუბარია საკანონმდებლო ინიციატივის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაწილში.
აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებები ვერ დაიწყება ვიდრე ეს კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში განიხილება.
ერთ-ერთი მთავარი პუნქტი კი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ეხება და განმარტებულია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
რეზოლუციაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და სააკაშვილის გათავისუფლებაზეც.