"ფეისბუქის" მიერ გაუქმებული ანგარიშები - პოლიტიკური შეფასებები

23 დეკემბერი 2019, 15:09 1303 ნახვა

"ფეისბუქის" მიერ ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების გაუქმების საქმეზე ოპოზიცია აუდიტის სამსახურს გამოძიების დაწყებას სთხოვს.ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ რომ ეს არის ორგანიზებულად დაფინანსებული სისტემური ქსელი, რომელიც "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო საქმიანობაში იყო ჩართული. ფეისბუქმა თავისი ძირითადი პლატფორმიდან  396 გვერდი და ჯგუფი სამი დღის წინ წაშალა. სოც ქსელის უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკის ხელმძღვანელის განცხადებით, გვერდების გაუქმების მიზანია ადამიანების მანიპულირების შეწყვეტა.  ქართული ოცნების მესიჯბოქსი ერთია, რომ არაფერი ისეთი FB-ს არ უთქვამს და მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ქვეყანაში. მეტიც ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ფეიკნიუსებს ნაციონალური მოძრაობა ავრცელებ და ფეისბუქს რეპუტაციული პრობლემები აქვს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში