ბათუმში ალბერტო ვერონეზის დირიჟორობით კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა

28 ოქტომბერი 2019, 12:00 2324 ნახვა

ბათუმში, დრამატული  თეატრის  სცენაზე  იტალიიდან მოწვეული ალბერტო ვერონეზის დირიჟორობით კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. ბათუმელი მსმენელის  წინაშე პირველად წარსდგა გერმანიაში  მოღვაწე ქართველი  ტენორი ზურაბ ზურაბიშვილი.

  სიმფონიურ  ორკესტრთან ერთად  საქართველოში პირველად  იტალიაში მოღვაწე სოპრანომ  ნინო ლეჟავამ  რიმსკი კორსაკოვის „მეფის საცოლე შესრულა“. რამდენიმე  ნომერი შეასრულა კაპელამაც. ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მიერ კლასიკური მუსიკის საღამო იტალიის ქალაქ პეზაროს, საერთაშორისო საოპერო მომღერლების აკადემიისა და  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გაიმართა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში