ინკლუზიური თეატრალური დასი "ცისარტყელა" მორიგი სპეკტაკლით წარსდგა პატარა მაყურებლის წინაშე. ამჯერად იოსებ გრიშაშვილის „ბაბაჯანას ქოშები“ - მსახიობებმა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ითამაშეს. სპეკტაკლი ინტეგრირებული იყო და მასში 15 მსახიობი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ სპეკტაკლის პრემიერა გასულ წელს მოზარდ მაყურებელთა თეტრში შედგა. ინკლუზიური თეატრალური დასი აჭარაში 2007 წლიდან მოქმდებს.
როგორც დასის ხელმძვანელი, რეჟისორი ნიკოლოზ ტუღუში ამბობს, დასი სამომავლოდაც არაერთ სპეკტაკლს გეგმავს.