ახალი კლიპი ბათუმზე, რომლის პრემიერაც შედგა. ნუნუ დუაღაშვილის სიმღერას მომღერალი აჩიკო ბერიძე ასრულებს, კლიპის რეჟისორი და პროექტის ავტორი ზვიად სირაბიძეა, რომელმაც ახალი კლიპის გადაღებისთვის ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და კონკურსანტმა პროექტში გაიმარჯვა.
აჩიკო ბერიძის კლიპის პრეზენტაცია "თავისუფალი ინიციატივების" - პროექტის ფარგლებში დაიგეგმა, სიმღერა ბათუმს ეძღვნება, კადრებში ასახულია ზღვა და ბათუმის პანორამული ხედები.
"თავისუფალი ინიციატივის" პროექტის ფარგლებში თვითმმართველობაში ამ დროისთვის 15-მდე განცხადებაა შესული, კონკურსში გამარჯვებულებს სპეციალური კომისია ავლენს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თვითმმართველობა ერთ ინიციატივას 10 ათას ლარამდე აფინანსებს, პროგრამის ბიუჯეტი ამ დროისთვის 15 ათას ლარს შეადგენს.