„ოქროს საწმისი - საქართველოს ხელოვნება“ გამოფენა ამ სახელწოდებით კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა. მასში 14 ქართული მუზეუმი მონაწილეობს როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან.
გამოფენაზე წარადგინეს ორენოვანი - ინგლისურ-პოლონური კატალოგი, რომელიც მკითხველს ქართული კულტურის განვითარების სხვადასხვა ეტაპს აცნობს.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართული ხალხური სიმღერები და ენახათ ტრადიციული ცეკვები.
ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ფოლკლორული ანსამბლი „შილდა“, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი“ და მომღერალი ნინო ნაყეური.
გამოფენა 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.