საპასუხო ვიზიტი ვილნიუსში და რეპეტიცია ხელოვნების უნივერსიტეტში

24 აპრილი 2024, 20:01 630 ნახვა

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის  სტუდენტები, კურსდამთავრებულები და კონცერტმაისტერები  28 აპრილს ვილნიუსში გაემგზავრებიან. ისინი საპასუხო ვიზიტის ფარგლებში, ქართული მუსიკის შესახებ ლექციას ჩაატარებენ, პარალელურად გამართავენ პრეზენტაციასა და კონცერტს.

გასულ წელს ბათუმი ვილნიუსის მუსიკისა და თეატრის აკადემიას მასპინძლობდა. 

წელს კი უცხოელი მსმენლის წინაშე ბათუმის ხელოვნების უნივერიტეტი ქართული მუსიკის შედევრებით წარსდგება. მუსიკოსებმა დღეს  დასკვნითი რეპეტიცია გაიარეს.

პროექტის მხარდამჭერია ბათუმის მერია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში