ადგილობრივი კადრები არ გვყავს? - დეპუტატის განცხადება და შეფასებები

18 ოქტომბერი 2019, 20:01 330 ნახვა

სამარცხვინო და მიუღებელი - ასე შეაფასეს სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მერაბ ბლადაძის განცხადება.

17 ოქტომბერს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტოკ-შოუ "სათქმელის" პირდაპირ ეთერში,  უმაღლესი საბჭოს დეპუტატს პრეტენზია გაუჩნდა, თუ რატომ მუშაობდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მოწვეულ სპეციალისტად არა ადგილობრივი კადრი.

„ასეთი მიდგომები აბაშიძესთან ერთად გავუშვით იქ, სადაც გავუშვით“  - ამბობს დავით ბაციკაძე. მისგან განსხვავებით კი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ აქ მიუღებელი არაფერია. პოლიტიკოსების მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის მოლოდინი და რეალობა

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში