ძიუდოისტთა ნაკრების მეხუთე მედალი ევროპულ თამაშებზე

24 ივნისი 2019, 13:05 1330 ნახვა

მეორე ევროპული თამაშების მესამე დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 21 წლის სპორტსმენმა ნახევარფინალამდე სამი შეხვედრის მოგება შეძლო. მაისურაძემ ფრანგ და ბრიტანელ ძიუდოისტებს, ასევე პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს სძლია. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, მაისურაძემ იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი მოუპოვა. გუშინ საქართველოს სახელით კიდევ ერთმა ძიუდოისტმა იასპარეზა.

73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა პირველივე შეხვედრაში მოლდოველ მეტოქესთან ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა უკრაინელი და რუსი ძიუდოისტები, შემდეგ კი შვედ ტომი მაციასაც სძლია თუმცა   ლაშამ ტრამვის გამო ბრინჯაოსთვის ბრძოლა, აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დათმო. დღეს ასპარეზობაში 90, 100, და +100 კგ წონითი კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი დაიცავენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში