ჩემპიონთა ლიგის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

18 აპრილი 2024, 10:00 428 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის ყველა ნახევარფინალსიტი ცნობილია. ბიუნხენში „ბაიერნმა“ „არსენალს“ უმასპინძლა და კიმიხის ერთადერთი გოლით დაამარცხა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა, რომელიც ლონდონში გაიმართა ფრედ - 2:2 დასრულდა.

ორი მატჩის ჯამში კი ნახევარფინალში გერმანული კლუბი გავიდა, სადაც მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება, რომელმაც „მანჩესტერ სიტი“ გამოთიშა ასპარეზობას.

ამ გუნდების პირველი შეხვედრაც ფრედ 3:3 დასრულდა და განმეორებითიც - 1:1. გამარჯვებული კი პენალტების სერიაში გამოვლინდა, რომელიც უფრო ზუსტად ესპანელებმა შეასრულეს.

ნახევარფინალურში გუნდები კი ასე დაწყვილდნენ: „ბაიერნი“ – „რეალი“; „დორტმუნდი“ – „პარი სენ-ჟერმენი“.

პირველი მატჩები 30 აპრილს, საპასუხო შეხვედრები კი 7 მაისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი