ევროპის ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები ცნობილია 

19 აპრილი 2024, 08:40 219 ნახვა

ევროპის ლიგაზე მეოთხედფინალები დასრულდა და ნახევარფინალისტთა ვინაობაც გაირკვა. ატალანტა ლივერპულთან 0:1 დამარცხდა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში 3:1 გაიმარჯვა და ნახევარფინალში მარსელს დაუპირისპირდება, რომელმაც ბენფიკას პენალტების სერიაში მოუგო.

მილანი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა რომა, რომელიც ფინალის საგზურისთვის ლევერკუზენს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ასპარეზობიდან ვესტ-ჰემი გამოთიშა.

ნახევარფინალის პირველი მატჩები ორ, განმეორებითი კი ცხრა მაისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში