ბულგარეთის ქალაქ ალბენაში ჩატარდა მე-14 მსოფლიო ჩემპიონატი შოტოკან კარატეში, სადაც წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრების წევრებმა. უმცროსი ასაკის სპორტსმენებს შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა ანიტა სარიჯა, ბრინჯაოს მედალი კი ცოტნე შერიფაძემ მოიპოვა. ვეტერანთა შორის იასპარეზა ლევან თედორაძემ, რომელმაც ყველა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი მოიგო.
ქართველმა პარაკარატისტმა ჯონი თოფურიამ, რომელიც დისციპლინა კატაში გამოდიოდა, ამჯერადაც ყველას აჯობა და მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა. შეგახსენებთ, რომ თოფურია ევროპის ჩემპიონატის ოთგზის გამარჯვებულიცაა.
მსოფლიო ჩემპიონატზე 25 ქვეყნის ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. აჭარის ნაკრები უკვე დაბრუნდა ბათუმში და მომავალი ტურნირებისთვის ემზადება.
ჩვენს მებრძოლებს წინ არაერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელოდებათ, მათ შორის კი ევროპის ჩემპიონატი, რომელიც მაისში, ამჯერად WKF-ის ვერსიით გაიმართება.