ახალი რეგულაციები ბულვარში დასაქმებული მოიჯარეებისთვის

23 მარტი 2019, 00:00 1292 ნახვა

ბათუმის სანაპირო ზოლში მძიმე კონსტრუქციით ნაგები კვების ობიექტები უნდა დაიშალოს და მათ ნაცვლად ერთიან კონცეფციაში მოქცეული ღია, მსუბუქი კონსტრუქციები განთავსდეს. უსახური ან უნებართვო ობიექტები მუშაობას შეწყვეტენ როგორც ბათუმის, ასევე ქობულეთისა და გონიო-კვარიათის მონაკვეთებშიც. სანაპირო ზოლზე ახალი ობიექტების განთავსების მიზნით, ტენდერი გამოცხადდება. გამარჯვებულ მეწარმეებს მუშაობის უფლება 7 წლით მიეცემათ.

ამ ეტაპზე ტენდერის პირობები ზუსტდება. დღემდე მერია 2006 წლის საკრებულოს დადგენილების მიხედვით მოქმედებდა, რაც გონიო - კვარიათის ტერიტორიაზე კერძო პირებს იჯარის სანაცვლოდ კვადრატულ მეტრზე თანხის გაცემას ავალდებულებდა. შეიცვლება ქობულეთის სანაპიროც. მუნიციპალიტეტის მერია იმ ტერიტორიაზე, სადაც კვების ობიექტებია განთავსებული, ბულვარის კეთილმოწყობას გეგმავს. პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში აიკრძალება ელექტრომობილებით მოძრაობაც.

ამავე კატეგორიაში