ივანიშვილი: ''ეკა ბესელია წავიდა გუნდურობის წინააღმდეგ''

10 იანვარი 2019, 00:00 1448 ნახვა

კვლავ აქტუალურია მოსამართლეთა სია და განხეთქილება „ქართულ ოცნებაში.“ ახლა უკვე უფრო მკაფიოა ვინ ვის მხარეს იჭერს - დღეს პოზიცია, ოღონდ წერილობით, ბიძინა ივანიშილმა დააფიქსირა. პარტიის თავმჯდომარემ ფაქტობრივად მხარდაჭერა გამოუცხადა ე.წ. ახლების გუნდს და ღიად გააკრიტიკა ეკა ბესელია და მისი მხარდამჭერები.

იგი ბესელიას ქმედებებს და განცხადებებს გუნდურობის წინაააღმდეგ მიმართულს უწოდებს, რაც ავტომატურად აჩენს კითხვას - ხომ არ გარიცხავენ ეკა ბესელიას პარტიიდან? გარიცხვას ცუდ სიტყვას უწოდებს გიორგი ვოლსკი, თუმცა არაპირდაპირ იგივე შინაარსზე საუბრობს. ბესელია კვლავ სამსახურეობრივ მივლინებაშია, იგი საპასუხო კომენტარების გაკეთებას ორშაბათს გეგმავს. ვინ დაინახა ივანიშვილის განცხადებაში მოსამართლეთა სიის მხარდაჭრა, და ვინ ხედავს დემოკრატიულ პროცესს?

ამავე კატეგორიაში