აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის სფეროს 24 წარმომადგენელი დააჯილდოვა

24 დეკემბერი 2018, 00:00 2400 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წლის საქმიანობა შეაფასა და მედიცინის დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროს 24 წარმომადგენელი დააჯილდოვა. ჯანდაცვის მინისტრმა მედიკოსებს, ასევე გააცნო 2019 წელს განსახორციელებელი პროგრამები.

მომდევნო წელს უწყების ფინანსური დოკუმენტი მილიონ ლარამდე იზრდება. მომავალი წლიდან იწყება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის, გაფანტული სკლეროზის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება. 65 000 ლარამდე იზრდება  ღვიძლის ტრანსპალანტაციის დაფინანსება. თანხები დაემატება „ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების „ პროგრამას. სოციალური დაცვის მიმართულებით ამოქმედდება 2 ახალი პროგრამა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში