პრემიერი სტიქიის ზონებს გაეცნო

09 ივლისი 2016, 00:00 1754 ნახვა

სტიქიით დაზარალებულ იმერეთის რეგიონში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაური ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში ჩავიდა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე სულორმა ხიდი წაიღო. პრემიერმა, აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან მიიღო. პრემიერმა შესაბამის სამსახურებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა. დღესვე გიორგი კვირიკაშვილი სტიქიით დაზარალებულ მარტვილში ჩავა. პრემიერის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი