ისტორიული ბათუმის დაცვის ზონა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება - ბათუმის მერი

01 მარტი 2018, 00:00 3005 ნახვა

ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის დასამტკიცებლად მერი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მიმართავს -  ამის შესახებ ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ, საკრებულოს წინაშე 100 დღის მუშაობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. 

ლაშა კომახიძის თქმით, ბათუმის მერიამ და აჭარის მთავრობამ მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება და სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, უახლოეს პერიოდში,  საკრებულოს დამცავი ზონის დამტკიცების შესახებ მიმართავს. 

ბათუმის მერის განცხადებით,  ბათუმის ისტორიული ზონები  იმ ფორმით დამტკიცდება, რომელიც "გეოგრაფიკმა" შესთავაზა.  პროექტში შევა მცირეოდენი კორექტირებები. 

"რამდენიმე დღის წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ამბავი გავაჟღერეთ,  რომ "გეოგრაფიკის" დოკუმენტში წარმოდგენილი პარამეტრებით დამტკიცდება ბათუმის ისტორიული დაცვის ზონა, რაც არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი კულტურული და ისტორიული უბნის დაცვის კუთხით" - განაცხადა ლაშა კომახიძემ.  

 ისტორიულ ნაწილში მშენებლობების მკაცრი  რეგულაციები დადგენა ქალაქის მერმა ერთი თვის წინ დაანონსა.  რეგულაციები, ძველი ბათუმის ნაწილში, ახალი მშენებლობის მაქსიმალურ სიმაღლეს 12 მეტრით განსაზღვრავს.  რომ არ დაირღვეს ქალაქის ისტორიული უბნის იერსახე, მკაცრად გაკონტროლდება არქიტექტურული მხარე. 

 

გამკაცრებული რეგულაციების შესახებ იხილეთ აქ 

ამავე კატეგორიაში