მიხეილ სააკაშვილისა და ცოტნე ანანიძის დაპირისპირება

28 მაისი 2017, 00:00 9102 ნახვა

მიხეილ სააკაშვილსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ცოტნე ანანიძეს შორის ინციდენტი მოხდა. ანანიძე და სააკაშვილი ერთმანეთს კიევი - ოდესის რეისზე, თვითმფრინავში შეხვდნენ.

ვიდეო მასალა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ცოტნე ანანიძემ მიხეილ სააკაშვილს ბათუმის უნივერსიტეტის მოვლენები,  2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა და ციხის მოვლენები შეახსენა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მისი გუნდის წარმომადგნელებს კი მომხდართან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არ სურთ. ცოტნე ანანიძე ადასტურებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის გაღიზიანება წარსულის შეხსენებას მოჰყვა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში