კლასიკური როკი: საუკეთესო ბას-თემების ისტორიიდან

04 ივლისი 2021, 15:36 2942 ნახვა

კლასიკური როკი: საუკეთესო ბას-თემების ისტორიიდან

საუკეთესო ბას-პარტიები კლასიკური როკიდან - ვის ეკუთვნის ისინი? რომელ სიმღერებშია და როგორ ჟღერენ ყველაზე შთამბეჭდავი ბას-რიფები? დავიწყოთ იქედან, რომ მუსიკაში პოპულარულ ტენდენციად დამკვიდრდა ფოკუსირება იმაზე, რაც პირველ რიგშივე იპყრობს ყურადღებას: გიტარის მკვეთრი სოლო, მაღალი ვოკალი, შეშლილი დრამერის სოლო, მაგრამ უმეტესწილად, აქცენტები ნაკლებად კეთდება ბას გიტარაზე. დრამერი და ბას-გიტარისტი, როგორც ერთი მთლიანი, გრუვ ჟღერადობის შენარჩუნებით, ჯგუფის სხვა ძირითად წევრთათვის მყარ საფუძველს ქმიან. მუსიკალურ სამყაროში არსებობს ასეთი ციტატა: „იდეალური შესრულებით, ვერავის დაარწმუნებ, რომ ყველაფერი უბადლოდ გააკეთე...“ უმეტესად, ასეცაა... თუმცა, რა თქმა უნდა - არსებობს „მაგრამ“... ვგულისხმობ, ისეთ გამონაკლის შემთხვევებს, როცა ყურადღების ცენტრში ბასისტია... „ფმ ფანტაზიებში“ კლასიკური როკის ისტორიაში ტოპ-საუკეთესო ბას-თემები.