ყველა დროის 200 საცეკვაო ჰიტი

05 დეკემბერი 2023, 15:33 349 ნახვა

ყველა დროის 200 საცეკვაო ჰიტი

მუსიკა ძლიერესი ინსტრუმენტია, რომელსაც ჩვენში ყველაზე მივიწყებული ემოციების გაღვიძება შეუძლია. თუმცა, ყველა სიმღერის ტაქტი როდი აგვაღელვებს და ცეკვისკენ გვიბიძგებს? რუბრიკა, რომელიც „ფმ ფანტაზიების“ სპეც-თემად შევარჩიე - „ყველა დროის 200 საცეკვაო ჰიტიყველაზე მგზნებარე კომპოზიციათა კრებულია, რომელიც გულგრილს მუსიკის არცერთ გულშემატკივარს დატოვებს, მითუმეტეს ცეკვის მოყვარულთ. მოგიყვებით ისტორიებს და ერთად მოვუსმენთ, ყველაზე პოპულარულ ტრეკებს, მილიონობით ადამიანმა რომ შეიყვარა მთელ მსოფლიოში. რეიტინგის უტყუარობაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ, რადგან იგი, მსოფლიოს წამყვანმა მუსიკალურმა ტაბლოიდმა „როლინგ სთოუნმა“ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. ჩამონათვალი, არა მხოლოდ წარმატების სტანდარტით შეირჩა, არამედ მუსიკის ისტორიაზე ზეგავლენით. ასე, რომ თითოეული მათგანი თავისებურად კარგია. ვიწყებთ რადიო აჭარის შუაღამის ეთერს, ფმ ფანტაზიებით.