„ყველა დროის საუკეთესო საცეკვაო კომპოზიციები“ - XIII ბოლო ნაწილი

07 იანვარი 2024, 16:22 431 ნახვა

„ყველა დროის საუკეთესო საცეკვაო კომპოზიციები“ - XIII ბოლო ნაწილი

დღეს დავასრულებთ გადაცემათა ციკლს, სპეც-თემით „ყველა დროის საუკეთესო საცეკვაო კომპოზიციები,“ რომელიც პლანეტის ერთერთმა პრესტიჟულმა გამომცემლობამ მსოფლიო კულტურის შესახებ „როლინგ სთოუნმა’ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. საცეკვაო მუსიკის ჟანრს არაერთი საინტერესო აღმოჩენა უკავშირდება. აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა და თავდაყირა დააყენა მუსიკისადმი დამოკიდებულება... 60-იან, 70-იან, 80-ც, 90-იან, და 00-ებშიც კი, მუსიკის სამყაროში, ერთგვარი რევოლუციური გარდატეხები გამუდმებით ხდებოდა - არტისტებს საკუთარი ინდივიდუალური კურსი ჰქონდათ აღებული და შესაბამისად, მიმდევრებიც არასოდეს აკლდა. დიახ, მათ ყველაფერი თავდაყირა დააყენეს, არა მხოლოდ მუსიკასა და მსოფლიო კულტურაში, არამედ ცალკეული ინდივიდების ცნობიერებასა და ზოგადად, ქვეცნობიერშიც კი...