ყველა დროის საუკეთესო საცეკვაო სიმღერები - ნაწილი IV

05 ნოემბერი 2023, 14:02 1803 ნახვა

ყველა დროის საუკეთესო საცეკვაო სიმღერები - ნაწილი IV

რადიო აჭარის ეთერში ვაგრძელებთ გასული გადაცემებში დაწყებულ თემას „ყველა დროის საუკეთესო საცეკვაო კომპოზიციები“, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოწინავე ჟურნალმა მსოფლიო კულტურის შესახებ „როლინგ სთოუნმა“ გამოაქვეყნა. ამას ვერ დავარქმევთ რედაქციის მცდელობას მოიცვას მუსიკალური ქვეჟანრების უკიდეგანო შესართავებიდან მომდინარე ყველა საცეკვაო მიმართულება, სიაშია სიმღერები, რომლებიც თითქოს სცილდება უნივერსალურ კანონებს და ინდივიდუალიზმით უფრო გამოირჩევა, ვიდრე ამა თუ იმ სტილის თვალსაჩინოობით.

გათვალისწინებულია მომენტები, როდესაც საცეკვაო მუსიკა კვეთდა ფართო მუსიკალურ სამყაროს - სინთ-პოპს, ჰიპ-ჰოპს, ფანკს, მაიამის ბეისს, R&B, ინდი როკს, ლათინურ მუსიკას, პოპ-მუსიკას... შესავალი სიტყვა გამიგრძელდა, უმჯობესია თითოეული ტრეკის აღწერასა და მოსმენაზე გადავიდეთ...