„საუკეთესო New Age, Ambient ან Chant ალბომი”

24 ივნისი 2023, 12:52 1320 ნახვა

„საუკეთესო New Age, Ambient ან Chant ალბომი”

წარმოგიდგენთ მიმდინარე წლის გრემის ერთ-ერთ ტრიუმფატორს, აღიარებულს ნომინაციით „საუკეთესო New Age, Ambient ან Chant ალბომი” - გამარჯვებულად ამ კატეგორიაში დასახელდა ალბომი „Mystic Mirror“ 3 ადამიანისგან შემდგარი გაერთიანების „White Sun“-ის რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი. ტრიოს ლიდ-ვოკალისტი გურუჯასი არის პედაგოგი და მუსიკოსი, მანტრას შემსრულებელი, ასწავლის იოგას. დარწმუნებულია, რომ ბედნიერება განისაზღვრება ადამიანის ველის ვიბრაციების სიხშირით და როგორც სტაბილური მდგომარეობა ყოფიერებაში მარტივად მისაღწევია. ჟღერადობის კუთხით განსაკუთრებულობისა და შთამბეჭდავი ენერგეტიკის წყალობით, პირველი ალბომიც მათი დისკოგრაფიიდან "White Sun II" დიდი ხანი ლიდერობდა ბილბორდის, iTunes-ისა და ამაზონის ჩარტებში, 2017 წლის თებერვალში გრემის ჯილდოც კი დაიმსახურა იგივე კატეგორიაში რაც წელს "საუკეთესო New Age ალბომი“. ვციტირებ: „გრემის გამარჯვებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოჰყვა - დედამიწაზე სიყვარული და სიკეთე უნდა მოვიტანო!” - განაცხადა ვოკალისტმა. და მე ამ მუსიკას - აღმატებული განწყობისთვის, ჩემს მსმენელს ვუზიარებ...