რაში მდგომარეობს ზაფხულის სიმღერების დიდებულება? - ზაფხულის სიმღერები

26 ივლისი 2022, 14:40 1831 ნახვა

რაში მდგომარეობს ზაფხულის სიმღერების დიდებულება? - ზაფხულის სიმღერები

სანამ "ზაფხულის სიმღერა" კრიტიკოსთა მიერ აქტიურად გამოყენებადი სუპერლატივი, ანუ აღმატებითი ხარისხი გახდებოდა, იგი მხოლოდ და მხოლოდ, ინსტინქტებით იზომებოდა. რაში მდგომარეობს ზაფხულის სიმღერების დიდებულება? რა ფაქტორები განაპირობებენ მის შესანიშნაობას? უპირველესი - მელოდიის ატმოსფეროა, განწყობა, განცდა, შეგრძნებები, ისევე როგორც ტექსტი, რაღა თქმა უნდა... მას შემდეგ, რაც 1958 წელს, მუსიკალურმა ტაბლოიდმა Billboard-მა ისტორიაში პირველად გამოაქვეყნა, პოპულარულ კომპოზიციათა რეიტინგი, ცხელი ასეულის სახით, თითოეული ზაფხულის ჰიტი თითქოს დროის ამსახველ სურათად იქცა: ზაფხული არასოდესაა სრულყოფილი სეზონის კონკრეტული მუსიკალური ჰიტ-ჰიმნების გარეშე. ტროპიკულ ბრწყინვალებას იდილიური დღეები ერწყმის, ხოლო ეფემერულ მოგონებებს საუკეთესოდ ამძაფრებს იმ ზაფხულს შეხამებული საუნდტრეკი. სანაპიროზე ცურვისას თუ ქალაქგარეთ პიკნიკის დროს, მეგობრებთან ერთად გართობისა თუ რომანტიკული დასვენების ჟამს, წელიწადის ეს ყველაზე ცხელი მონაკვეთი უფრო მხიარულდება მუსიკალური აკომპანიმენტით - იქნება ეს 60-იანი წლების კლასიკა, თუ საყოველთაოდ ატაცებული თანამედროვე პოპი... „ფმ ფანტაზიებში“ ვაგრძელებთ თემას რომლითაც ოდნავ ნოსტალგიას მოგგვრით და თან რეალობისგან ცოტა ხნით მაინც მოგწყვეტთ...